შიგნიდან დანახული ვაკის პარკი – ორ დღიანი რიგი ბილეთების მოსაპოვებლად

20150711_191458პირველ რიგში მინდა 31ე რიგის ლიდერის და ასევე ჯგუფის თითოეული წევრის სახელით მადლობა გადავუხადო იმ ადამიანს ვინც მოიფიქრა,და შემდგომ წარმატებით განახორციელა სიების იდეა. ახლა კი რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ სიებს. ადგილზეც ბევრი მესმოდა და წაკითხვითაც ბევრი წავიკითხე, რომ ხალხი ამ სიებმა აღაშფოთა. “სულ მკიდია თქვენი სიები მოვალ ცხრაზე და ვიყიდი ბილეთს”.  ასევე იყო ყურადღების გამახვილება მათი მხრიდან რო ეს ცოცხალი რიგია და არა სიებით შესასვლელი.. მინდა მათ ვკითხო ეს ხალხი რომელიც რიგში დგას მკვდრად მიაჩნია თუ ცოცხალი რიგი თქვენთვის მარტო ცემა ტყეპით მიღწეულ მიზანთან ასოცირდება სადაც სრული განუკითხაობაა?!20150711_170644ამგვარი შინაარსით და მისი უფრო მძაფრი გამოხატვის ფორმით გამოხატული კომენტარები და რეპლიკები არაერთი იყო. ამ ხალხის ნაწილს საერთოდ არ ადარდებათ ის რომ ჩვენ ზოგმა ერთი და ზოგმა ორი ღამე თვალის მოუხუჭავად გავათენეთ, ვიწექით მიწაზე და ვჭამდით მიწაზე, სურდათ მოსულიყვნენ გამოძინებულები, ნასვამ ნაჭამები დასვენებულები და ჩვენზე წინ დამდგარიყვნენ. მე პირადად არავის ვამადლი იმას რო იქ მე ღამე გავათიე და მიწაზე ვიწექი თუმცა მე რიგშიც ვიდექი და არავის უფლება არ ქონად გინდა იქ მყოფს და გინდა მერე მოსულს ჩემზე წინ ჩამდგარიყო რიგში. მივედი მათზე ადრე და ვიყიდე ბილეთი ასევე მათზე ადრე. ასეთი ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ სია მხოლოდ შედგა იმისთვის, რომ ცოცხალი რიგი ყოფილიყო მოწესრიგებული, საზოგადოებას გვცოდნოდა ვინ იყი მის წინ და ვინ მის უკან. მართალია იყო ფაქტები, ვინც მივიდა “დაასტუკა” ჩაეწერა სიაში, მერე წავიდა და მეორე დღეს გამოჩნდა თუმცა ეს მხოლოდ ერთეულები იყო. ამის საპასუხოდ შემიძლია ვთქვა, რომ იმ დღეს მოსულიც ბევრი მოხვდა “როგორღაც” სხვადასხვა ჯგუფებში.

ახლა უშუალოდ მინდა, ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ჩემი ჯგუფის მიმართ. რა თქმა უნდა ჩემ გვერდით ჩემი მეგობრები იყვნენ და მათ გარეშე ის საქმე რაც ჩემს თავზე ავიღე, ვგულისხმობ ვყოფილიყავი ლიდერი ისე კარგად არ გამოვივოდა მარტო ყოფნის შემთხვევაში.20150711_170110 ვერ გავიხსენებ ვერანაირ თხოვნას რაც მათ არ გაითვალისწინეს და არ შეასრულეს. ჩემდა გასაკვირად ანალოგიურად მოიქცა ჯგუფის 95%. ყურადღებით მისმენდნენ როდესაც რაიმეს ვლაპარაკობდი და თუ მითითებებს ვაძლევდი ზედმეტი კამათის უკმაყოფილებისა და წუწუნის გარეშე ასრულებდნენ. მინდა აღვნიშნო ორი ბებოც- რომლებმაც ჩვენთან ერთად გაათენეს ღამე, და რომლებივ იყვნენ ჩემი მოტივატორები მთელი ის პერიოდი რაც მე იქ ვიყავი. მუდამ მხიარულები და მომღიმარები.

მინდა ასევე მადლობა გადავუხადო მოხალისე ლიდერებს რომლებმაც დამატებით პასუხისმგებლობა აიღეს გარდა ლიდერობისა და იქცნენ ორგანიზატორებად და პოლიციასთან შუამავლებად ბილეთების გაყიდვის დღეს. ისინიც რიგითი მყიდველები იყვნენ და სანამ მათი რიგი არ მოვიდა არავისზე წინ არ წასულან თუმცა მათ შეძლეს და მოაწესრიგეს მაქსიმალურად სიტუაცია ადგილზე.

 საბოლოოდ მინდა ის ვთქვა რაც ყველაზე ემოციურია ჩემთვის, ოცნებების სიას ერთი ძალიან დიდი (ჩემთვის) ოცნება გამოაკლდება – ვნახავ ჩემს უსაყვარლეს გუნდს ბარსელონას საკუთარი თვალით. როცა სახლში მოვედი და გავიაზრე თუ რამდენი რამე გავაკეთე იმისთვის, რომ ერთი ცინგლიანი ბილეთი მომეპოვებინა ამ თამაშზე დასასწრებად კიდე უფრო ვრწმუნდები რამდენად დიდი ადგილი უკავია ამ გუნდს ჩემს ცხოვრებაში. თვითონ  ეს გუნდია ჩემი ცხოვრება და მე მის სანახავად აღარ დამჭირდება შუამავალი ტელევიზორის სახით. მე დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მათთან ერთად ვინც ეს ოცნება აიხდინა შეიძინა ბილეთი და მოხვდება სტადიონზე.
ვინც ვერ იყიდა ბილეთი იმის გამო, რომ მათი რიგში დგომა შეუძლებელი იყო გულწრფელად ვწუხვარ. ხოლო ის ვინც არ მოვიდა არ დადგა რიგში დაეზარა ეს ყველაფერი მიმაჩნია, რომ მათი ოცნება არ იყო ისეთი ძლიერი როგორც ჩემი და მაინც ვუსურვებ წარმატებას და ბილეთის შეძენას ხუთმაგ ფასში

სიყვარულით მე

 

Advertisements

კომენტატორის შეცდომა და უეფასგან მოსალოდნელი სანქციები

ფოტო: საქართველოს 19წლამდელთა ნაკრები/ gff.ge

ფოტო: საქართველოს 19წლამდელთა ნაკრები/ gff.ge

საქართველოს 19წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში იღებს მონაწილეობას. ისინი ჯფუფში ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობენ. აღნიშნული ტურნირის პირველი დაპირისპირება ესპანეთთან ქართველებმა დათმეს ანგარიშით 4:1. გუშინ,  31მაისს, კი გაიმართა ტურნირის მეორე დაპირისპირება პორტუგალიასთან, ქართველები ამჯერადაც დამარცხდნენ ანგარიშით 3:2. ეს თამაში მხოლოდ მოედანზე არსებული საფეხბურთო დაძაბულობით არ შემოიფარგლა, მატჩის დასასრულს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი, ლუკა ზარანდია მსაჯმა მოედნიდან გააძევა, რასაც შემდგომ დიდი არეულობა მოჰყვა, როგორც ტრიბუნებზე ისე გასახდელში. დაძაბულობის მთავარი მონაწილე, კი ყოფილი არქიმანდრიტი ანთიმოზი, თამაზ ბიჩინაშვილი გახლდათ.

ინცინდენტის შესახებ ინფორმაცია თამაშის დასრულებისთანავე, სტადიონზე მყოფი გულშემატკივრებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელში. მედიაში ასევე გავრცელდა ცნობა, რომ თამაზ ბიჩინაშვილმა მთავარ არბიტრს, რადუ პეტრესკუს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ფედერაციას უეფასგან სანქციები ემუქრება. აღნიშნულ შემთხვევას  ნეტგაზეთთან მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს ერთ-ერთი გულშემატკივარი,  ალექსანდრე მატევოსოვი, რომელიც მისი თქმით, პირადად შეესწრო ამ შემთხვევას. ინცინდენტი საკმაოდ დიდი განხილვის საგნად იქცა სოციალურ ქსელში, მომხდარს გულშემატკივრები სხვადასხვაგვარად აფასებდნენ, ზოგი მიიჩნევდა, რომ ყოფილი არქიმანდრიტი სწორად მოიქცა, ზოგიც პირიქით.

ფოტო: თამაზ ბიჩინაშვილი  (ყოფილი არქიმანდრიტი ანთიმოზი) /exlcusivenews.ge

ფოტო: თამაზ ბიჩინაშვილი (ყოფილი არქიმანდრიტი ანთიმოზი) /exlcusivenews.ge

თავად თამაზ ბიჩინაშვილი, იტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას საკუთარ სოციალურ ქსელში სტატუსით გამოეხმაურა: “ეხლა ავრცელენენ ინფორმაციას, თითქოს რუმინელ მსაჯ პეტრესქუს გასახდელში შეუვარდი ნასვამი და ვცემე! სინამდვილეში ნასვამი არ ვიყავი, არც გასახდელში შევარდნილვარ. გასასვლელში ვდექი და ვუთხარი: ანთიმოზ ივერიელი ვარ და ანთიმ ივერიანოს ქვეყანაში, რუმინელი ესე არ უნდა იქცეოდე, მოგკითხავს მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი-მეთქი. სულ ეს იყო.”

2300218D-64F7-4C9A-A426-69A2E7853AC9_mw1024_s_n

ფოტო: სფფ-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ეკა ელოშვილი / რადიო თავისუფლება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ეკა ელოშვილი ”ნეტგაზეთს” უდასტურებს ინფორმაციას, რომ თამაზ ბიჩინაშვილმა მართლაც შეძლო ქომაგებისთვის აკრძალულ ზონაში შეღწევა. მისი თქმით, ყოფილმა არქიმანდრიტმა მსაჯებს და ფედერაციის წარმომადგენლებსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა სტიუარდებმა ბიჩინაშვილის შეჩერება მოახერხეს და ფიზიკურ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა.

როგორც ეკა ელოშვილი ამბობს, აღნიშნული ინციდენტს შეესწრო უეფას სპეციალურ დელეგატი და შესაბამისი ოქმი შეადგინა.  მისი თქმით, ამ ფაქტის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირისგან გარკვეული სანქციები დაეკისრება.

“საქართველოს ნაკრებში ახლობლები მყავს და თამაშის შემდეგ ვნახავ-მეთქი. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ამ დროს მსაჯმა გააფუჭა თამაში. ინგლისურად მივაძახე, ანთიმოზ ივერიელი ვარ და მოგკითხავს მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი, ქართველებს ესე ცუდად რომ მოექეცი-მეთქი. სულ ეს იყო და მერე დაცვამ გამომიყვანა. ეკა ელოშვილისთვის საერთოდ ხმა არ გამიცია, ხატზე დავიფიცებ. მსაჯთან ინგლისურად საუბარი ცოტა უხეშად გამომივიდა. დაცვის ბიჭებს რო გავყავდი უხეშად მელაპარაკებოდენ და იქით ვაწყნარებდი. არავითარი გინება ან იმათგან ან ჩემგან არ ყოფილა. ეკა რაღაცას მიყვიროდა, მისთვის ყურადღება საერთოდ არ მიმიქცევია. წყნარად მანქანაში ჩავჯექი და წამოვედი. ახლა ჟურნალისტებს უნდათ, რომ სკანდალი ააგორონ,” – აცხადებს ბიჩინაშვილი ნეტგაზეთთან მიცემულ ინტერვიუში.

ფოტო: სანდრო ცნობილაძე / gff.ge

ფოტო: სანდრო ცნობილაძე / gff.ge

საქართველოში მიმდინარე ელიტ რაუნდის მატჩების პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს. გუშინდელი თამაშის კომენტატორს, სანდრო ცნობილაძეს მოწინააღმდეგე გუნდები ერთმანეთში აერია. მან მეოთხე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში გატანილი გოლის ავტორად, პორტუგალიელი პედრო როდრიგესის ნაცვლად, ოთარ კიტეიშვილი გამოაცხადა. კომენტატორმა ამ შეცდომისთვის ტელემაყურებელს ბოდიში თამაშის დაწყებიდან მე-6 წუთზე მოუხადა.

This slideshow requires JavaScript.